მარტა კოსი - უკრაინა სასამართლო რეფორმების გარეშე ასობით მილიონ ევროს დაკარგავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 08 ივნისი 2026, 23:49

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა უკრაინის პარლამენტი გააფრთხილა, რომ სასამართლო რეფორმების გარეშე ქვეყანა ასობით მილიონ ევროს დაკარგავს. ამის შესახებ მარტა კოსმა კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ევროკომისარმა განმარტა, რომ საუბარი შეეხება ერთ-ერთ რეფორმას, რომელიც გათვალისწინებულია Ukraine Facility-ის ფარგლებში. ამ რეფორმის შეუსრულებლობის შემთხვევაში უკრაინამ შესაძლოა, ევროკავშირისგან მნიშვნელოვანი საგრანტო დაფინანსება დაკარგოს.

„დღეს პარლამენტში ჩემს კოლეგებს პირდაპირ ვუთხარი, რომ იმ სისტემის მიხედვით, რომლითაც ვმუშაობთ, რეფორმების განსახორციელებლად გამოყოფილი შეღავათიანი პერიოდი მალე დასრულდება“, – განაცხადა კოსმა.

მისი თქმით, საუბარია მოსამართლეთა კეთილსინდისიერების დეკლარაციების შემოწმების წესების შეცვლაზე.

„თუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების დეკლარაციებთან დაკავშირებული რეფორმა სექტემბრის ბოლომდე არ განხორციელდება, უკრაინა რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს დაკარგავს. ეს თანხა უბრალოდ დაიკარგება და მისი გადარიცხვა ვეღარ მოხდება. მე ეს პირდაპირ ვუთხარი თქვენს პარლამენტარებს. მესმის, რამდენად რთულია რეფორმების გატარება, მაგრამ ჩვენც გვაქვს საკუთარი წესები. ევროკავშირის ქვეყნები გადასახადის გადამხდელთა ფულს გამოყოფენ და ვალდებულები ვართ, ავხსნათ, როგორ იხარჯება ეს თანხები“, – აღნიშნა მან.

მარტა კოსმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა საჭირო ცვლილებებს დროულად განახორციელებს და დაფინანსების დაკარგვა არ მოხდება.

პროგრამა Ukraine Facility რეფორმების შესრულების სანაცვლოდ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. ამჟამად უკრაინას ორი ყველაზე დაგვიანებული ვალდებულება აქვს: ანტიკორუფციული სასამართლოს გაძლიერება და მოსამართლეთა კეთილსინდისიერების დეკლარაციების სისტემის რეფორმირება. თითოეული ამ ცვლილების განხორციელება უკრაინის ბიუჯეტს დაახლოებით 300 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსებას მოუტანს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას, ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება
პრემიერი - მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას? კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა2
დავით ქართველიშვილი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებზე: ორი გზა ჰქონდა ერევანს, ორი არჩევანი: საქართველო-აზერბაიჯანისა და უკრაინა-მოლდოვას. ეს უკანასკნელი აირჩიეს
გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესის ცვლილებებზე: აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას - რადიკალებს აქვთ ტელევიზიები, დასხდნენ იქ და რაც უნდათ ის აკეთონ
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით
არქივი