ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს: ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ჩვენი შეხვედრები ემსახურება დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 09 ივნისი 2026, 21:37
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი ოპოზიციის აქტივისტ ელენე ქაიხოსროშვილს მიმართავს, რომ ნუ დააბულინგებს ადამიანს ემოციური ფონის გამო. 

ვარლამ ლიპარტელიანი ქაიხოსროშვილს ახალგაზრდული ორგანიზაციის შემდეგ შეხვედრაზე ეპატიჟება და ამბობს, იქ დარწმუნდება, რომ რეალურად ორგანიზაციის შეხვედრები ემსახურება განსხვავებული აზრების გაცვლა/გამოცვლას, დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას.

„მოგესალმებით. მინდა გთხოვოთ, რომ ნუ დასცინებთ და დააბულინგებთ ადამიანს ემოციური, ნერვიული ფონის გამო, ეს არ არის სწორი საქციელი. მით უმეტეს ძალიან ცუდია, რომ ქალბატონი ხართ და ქალბატონს დასცინით მხოლოდ იმის გამო, რომ შეკითხვის დასმის დროს ინერვიულა. გეპატიჟებით 19 ივნისს, ქალაქ ქუთაისში ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე. იმედი მაქვს, პირადად შევხვდებით. როდესაც შევხვდებით, დარწმუნდებით, რომ რეალურად ჩვენი შეხვედრები ემსახურება განსხვავებული აზრების გაცვლა/გამოცვლას, დისკუსიას და საბოლოოდ შეჯერებას. მთავარია მჯერა, რომ მეც, ჩემს გუნდსაც და თქვენც გვიყვარს ჩვენი სამშობლო. სხვა ყველაფერზე შევთანხმდებით“- წერს ლიპარტელიანი. 

ოპოზიციის აქტივისტმა ელენე ქაიხოსროშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ ტურნეზე საუბრობს და ირონიით აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია შეხვედრებზე მისვლა და კითხვის დასმა. რასთან დაკავშირებითაც, აქვეყნებს კადრს ერთ-ერთი შეხვედრიდან, სადაც ჩანს აღელვებული ახალგაზრდა გოგო, რომელიც კითხვას უსვამს ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი "ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი
დავით ქართველიშვილი: ერევანს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაითვალისწინოს თბილისის გამოცდილება ბრიუსელთან და ნატოსთან
რევაზ კარანაძე: როდესაც საქართველომ საკუთარი ინტერესების დაცვა გადაწყვიტა, ეს გახდა წყალგამყოფი ჩვენსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის. ახლა მიადგნენ სომხეთს. ევროკავშირი ცდილობს ფაშინიანი გამოიყენოს სათავისოდ
ჯაბა ხუბუა: ბოკერიას ჩერგოლეიშვილი ამბობს, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის ლოგოდან ნაცმოძრაობის პარტიულ სიმბოლიკას ამოშლის-თავიანთი ბიოგრაფიიდან როგორ ამოშლიან იმ სისხლიან წლებს, როცა ორთავენი სააკაშვილის მწამებელი რეჟიმის ორგანული ნაწილები იყვნენ?
ზურაბ ქადაგიძე: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის
არქივი