ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 09 ივნისი 2026, 23:33

პარტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.

როგორც გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, არაფერი აძლევს ამის თქმის წინაპირობას, თუმცა, პოლიტიკა სწრაფად განვითარებადია და ამიტომ ყველაფერს უშვებს, მათ შორის იმასაც, რომ მელია მისი თანაგუნდელი აღარ იყოს.

"არაფერი მაძლევს იმის თქმის წინაპირობას, რომ ეს ასე არ იქნება. დაშვებით ყველაფერს ვუშვებ, რა თქმა უნდა. ძალიან სწრაფად განვითარებადია პოლიტიკა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან განსხვავებული კონფიგურაციაა ახლა პოლიტიკაში და ეს ცხადია, გემოვნების საკითხებამდეც დავიდა. ბუნებრივია, რომ აქამდე დავიდა, მაგრამ, იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ მე ამ კაცს არ დავკარგავ ემოციურად, იმას არ ვაკადრებ არასდროს, რაც წავიკითხე ამ დღეებში, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა თუ თავმჯდომარე რომ იყო, მასთან ერთად მომუშავეებმა დაწერეს - ეს რომ არ მოხდება, რომც გავიყოთ ჩემს მხარეს ვინც იქნება რომ ამას არ დაწერს ნიკა მელიაზე და მის მხარეს რომ იქნება ამას არ დაწერს ჩემზე - ეს დანამდვილებით ვიცი. რომ არ დაგიმალოთ, ყველაზე უფრო ღირებული არის ეს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Euronews: ევროპაში კალასის პოლიტიკით უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება - ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის კვლავ მოქმედებს, როგორც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა. გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
არქივი