ეკა სეფაშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების ოდენობის შემცირების ინიციატივაზე: ჯარიმის დაკისრებისას გარკვეული ბალანსის დაცვა უფრო სამართლიანი იქნება და არა მათი ხისტად დაწესება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 09 ივნისი 2026, 23:46
„ჯარიმები და დარღვევებზე რეაგირება, უნდა იყოს ადეკვატური,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას ჯარიმების შემცირებას ეხება და რომლის საკანონმდებლო დონეზე ასახვის მზადყოფნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა  გამოთქვა. როგორც სეფაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა,  ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმები მაღალია და უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების შემოსავლები. 

ეკა სეფაშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯარიმები არ უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანს უნებურად უწევს დარღვევა და „ხალხის ძალის“ ინიციატივაც სწორედ ასეთი გამონაკლისების დროს ადეკვატური ჯარიმის დაწესებას ისახავს მიზნად. 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯარიმები და შესაბამისად დარღვევებზე რეაგირება, უნდა იყოს ადეკვატური. ჯარიმების გაუქმების მომხრე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ, ისინი უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი ვითარება, როდესაც  ნებით, თუ უნებლიედ, ადამიანს უხდება გარკვეული წესების დარღვევა და ეს არ უნდა უყოს რაღაც გაუგონარი და დიდი ჯარიმის დაკისრების საფუძველი. 

მაგრამ თუ დარღვევა მოცულობითია და დიდ რისკებს შეიცავს, რა თქმა უნდა, ჯარიმის განაკვეთი უნდა იყოს  დიდი, რათა ადამიანი მეტად გაფრთხილდეს. თუმცა, ამ ჯარიმების დაკისრებისას უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისობის დონე. გარკვეულ შემთხვევებში ჯარიმები მაღალია და უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების შემოსავლები დარღვევების ხარისხი და მათი განმეორებადობა. გარკვეული ბალანსის დაცვა უფრო სამართლიანი იქნებოდა და არა მათი ხისტად დაწესება,“ -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა
Reuters: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ბრიუსელს ბლოკში ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით სთავაზობს
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკურ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ახლა ვინმე, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ამ პლანეტის ნებისმიერ წერტილში რუსეთისა და ირანის გავლენა შეისწავლოს. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად
შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს
არქივი