შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან შეაჩერა ყველანაირი მოლაპარაკება, რისი მიზეზიც იყო გამჭვირვალობის უწყინარი კანონი, რომელიც დღეს ყველას მიავიწყდა და რომელზეც აღარავინ საუბრობს, აჟიოტაჟი იყო თითიდან გამოწოვილი - ნიკოლოზ სამხარაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 10 ივნისი 2026, 00:00

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ "რუსთავი 2" -ის გადაცემა "დებატებში" ევროკავშირთან დიალოგის შეჩერების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2024 წლის ივნისში საქართველოსთან მოლაპარაკებების შეწყვეტა უსაფუძვლო იყო და "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გარშემო ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირდებოდა.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან შეაჩერა ყველანაირი მოლაპარაკება, მათ შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი. ეს მოხდა 2024 წლის ივნისში. ამის მიზეზი იყო გამჭვირვალობის ის უწყინარი კანონი, რომელიც დღეს ყველას მიავიწყდა და რომელზეც დღეს აღარავინ საუბრობს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მოინათლა ის "რუსულ კანონად", როგორ დაიგეგმა ძალადობრივი აქციები და როგორი ზეწოლა იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ამ კანონს მხარს უჭერდა.

როგორც გუშინწინ ჩვენმა იუსტიციის საბჭოს მოადგილემ თქვა საკომიტეტო მოსმენაზე, სტრასბურგის სასამართლომ ამ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მყისიერ საფრთხეს ვერ ხედავს და არ შეუჩერებია მისი მოქმედება; განაცხადა, რომ განიხილავს მას დადგენილ ვადებში. გასაგებია, რომ ეს აჟიოტაჟი იყო სწორედ თითიდან გამოწოვილი და ეს იყო მიზეზი შეჩერების, თუმცა რეალურად არაფერი ხდება," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა
Reuters: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ბრიუსელს ბლოკში ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით სთავაზობს
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკურ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ახლა ვინმე, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ამ პლანეტის ნებისმიერ წერტილში რუსეთისა და ირანის გავლენა შეისწავლოს. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად
შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს
არქივი