შალვა პაპუაშვილი: უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 10 ივნისი 2026, 11:17

უცხო ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარე ძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ.

„კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან. ამ ძალების რაობასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. დაუშვებელია, რომ ვინმემ, თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით, საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს.

სამწუხაროდ, სწორედ ამგვარ ქმედებებს ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელთა განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარე ძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს აქტორები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, რომ თითქოს საქართველო არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც საქართველოს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

„ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოეხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია. ამიტომ, გასაგები ხდება, რომ მათი მთავარი ამოცანა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებაა იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთა პოლიტიკური დღის წესრიგის დაცვასაც მათი აქტივობები ემსახურება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებ საზოგადოებას, კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი.

ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შეხსენებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღის წესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა
Reuters: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ბრიუსელს ბლოკში ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით სთავაზობს
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკურ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ახლა ვინმე, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ამ პლანეტის ნებისმიერ წერტილში რუსეთისა და ირანის გავლენა შეისწავლოს. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად
შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს
არქივი