ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 10 ივნისი 2026, 11:39

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც მან ვადამდელ არჩევნებს ბუტაფორია უწოდა. გვარამიას თქმით, შესაძლოა სააკაშვილი რევოლუციაზე საუბრობდეს.

„იმ დღეს მოვისმინე, რომ 2028-ში არჩევნებია და ახლა ძალიან ჯანსაღია ეს პროცესები, რომ ოთხიანი და ხუთიანი ბოლო-ბოლო უნდა გაიმიჯნოს. რა 2028-ის არჩევნები, რა დროს გამიჯვნაა, თან ისტერიული გინების მეშვეობით. სააკაშვილი წერს თავისი ციხის საკნიდან, რომ არჩევნები საერთოდ ბუტაფორიაა და 2028-ის კი არა, ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა და შეიძლება საერთოდაც არ ცდებოდეს ამ ყველაფერში და რევოლუციაზე ლაპარაკობს ძირითადში. მისი პარტია ჩვენზე თავდასხმას ამართლებს იმით, რომ ორ წელიწადში არჩევნებია და ახლა გამიჯვნა არის სასარგებლო პროცესი და რა კარგია, რომ ამას ვაკეთებთ. ახლა ეს როგორ ხდება ერთობლივად მართლა მაინტერესებს“, - განაცხადა გვარამიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა
Reuters: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ბრიუსელს ბლოკში ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით სთავაზობს
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკურ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ახლა ვინმე, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ამ პლანეტის ნებისმიერ წერტილში რუსეთისა და ირანის გავლენა შეისწავლოს. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად
შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი
შალვა პაპუაშვილი: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში
არქივი