Reuters: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ბრიუსელს ბლოკში ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 10 ივნისი 2026, 12:03

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, ბლოკმა ახალი წევრები მიიღოს ისე, რომ მათ დროებით გარკვეული უფლებები შეზღუდული ჰქონდეთ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა საერთო დოკუმენტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც, ქვეყნები ევროკავშირში ისე გაწევრიანდებიან, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მათ უფლებები შეზღუდული ექნებათ, რაც სამართლის უზენაესობის დამატებითი გარანტია უნდა გახდეს.

როგორც Reuters-ი იუწყება, ევროპის ქვეყნების მთავრობები დღემდე აწარმოებენ დისკუსიას იმის თაობაზე, ღირს, თუ არა ახალი წევრებისთვის ახალი წესების შემოღება. ზოგი სახელმწიფო ბრიუსელს სთავაზობს შეიმუშაოს უფრო მკაცრი პირობები, რათა ვიქტორ ორბანის დროინდელი უნგრეთის მსგავსი მაგალითი არ განმეორდეს.

ახალი დოკუმენტი რამდენიმე ვარიანტს მოიცავს, მათ შორის მონიტორინგისა და პირობების ახალი მექანიზმის შექმნას, რომელიც ბრიუსელს უფლებას მისცემს გარკვეულ ზომებს მიმართოს, თუ დაინახავს, რომ ახალი წევრი სახელმწიფო დემოკრატიის ან მედიის თავისუფლების კუთხით სერიოზულ უკუსვლას განიცდის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის რეზოლუციის პროექტზე: იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკურ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ახლა ვინმე, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება აშშ-ის პრეზიდენტს, რომ ამ პლანეტის ნებისმიერ წერტილში რუსეთისა და ირანის გავლენა შეისწავლოს. სხვა რამით კი არ არის დაკავებული ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად
შალვა პაპუაშვილი: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი
ნიკა გვარამია: სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებზე ამბობს, რომ ბუტაფორიაა. შეიძლება საერთოდაც რევოლუციაზე ლაპარაკობს
შალვა პაპუაშვილი: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიკურია, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ სულ რამდენიმე წელში
არქივი