ანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი - „გროსმაისტერი" გამოიყენა. ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 10 ივნისი 2026, 16:59

პარლამენტის ყოფილი წევრი ანა მიროტაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, როდესაც პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას სიტყვა გროსმაისტერი გამოიყენა.

ანა მიროტაძე ფიქრობს, რომ გროსმაისტერი რუსული სიტყვაა და ხაზი გაუსვა, რომ პრემიერმა მეტი სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრა.

„რამდენიმე გზავნილი იყო, რომელიც მე ამოვიკითხე. პირველი, როგორც ჩანს, საკმარისად არ ჩათვალა ბიძინა ივანიშვილმა თავისი როლი არ იყო ეტყობა წარმოჩენილი ამ გუნდის მიერ და კობახიძეს უთხრა, რომ ხაზი გაესვა მისთვის და ეტყობა მეტი სხვა სიტყვა ვერ მოიფიქრა, რუსული სიტყვა რომ არ გამოეყენებინა, ქართულიც ბევრი გვაქვს შესაბამისი, მაგრამ არა უშავს და გამოიყენა ის ფრაზა [გროსმაისტერი], რაც გამოიყენა და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მფლობელიც, მათი მეფეც და ყველაფერი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა მიროტაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
დონალდ ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას
თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა
ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას
ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით - მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად
არქივი