ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით - მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 10 ივნისი 2026, 17:05

სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ინტერპრესნიუყსთან“ და განმარტა, რომ ის კონკრეტულ მოსამართლეზე არ საუბრობდა, არამედ პირობითად ისაუბრა იმ სახელსა და გვარზე, რომელიც გაჟღერდა გადაცემაში.

„სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მე არ ვსაუბრობდი კონკრეტულ მოსამართლეზე, პირობითად ვისაუბრე იმ სახელსა და გვარზე, რომელიც გაჟღერდა გადაცემაში.

მეორე და მთავარი - მე აღვნიშნე, რომ დღეს როგორც მოსამართლეები, ასევე სასამართლო სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე და ემსახურება კანონს და კონსტიტუციას. ასევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, აღვნიშნე, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ შექმნას ისეთი დაცვის მექანიზმი, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც კი მოსამართლეები და სასამართლო დაცული იყოს ყოველგვარი სავარაუდო გავლენისგან.

მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად! მოვუწოდებ ყველას, ნუ ეცდებიან დაამთხვიონ ჩემი სიტყვები „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს და გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისათვის

მიუხედავად იმისა, რომ დღეს წარმოვადგენ ხელისუფლების ოპოზიციას - ჩემს ინტერესსა და პოლიტიკურ დღის წესრიგში არ შედის, ნაცმოძრაობის მსგავსად შავი ვამტკიცო თეთრზე, ვისაუბრო არარსებულ „კლანზე“ და არ არის მისაღები, რომ რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს ხელოვნურად დაამთხვიონ ჩემ მიერ ართქმული სიტყვები", - განაცხადა ბოჟაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
დონალდ ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას
თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა
ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას
ანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი - „გროსმაისტერი" გამოიყენა. ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს
არქივი