ნიკა ობოლაძე: 10 დღის წინ, დებატებზე, კახა კალაძისგან მივიღე პირობა, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ახლა ამ დაპირებას შეასრულებენ. კარგია რომ ასრულებენ სიტყვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 10 ივნისი 2026, 19:06

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებას დიდი დიღმის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო სიახლე გააცნო და აღნიშნა, რომ დიდ დიღომში, N321 მარშრუტზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები ექვსი ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება.

ობოლაძის თქმით, მან დებატების დროს თბილისის მერისგან მიიღო დაპირება, რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ. ობოლაძე აღნიშნავს მერის მხრიდან სიტყვის შესრულების ფაქტს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„10 დღის წინ, დებატებზე ჩემი შეკითხვის პასუხად, კახა კალაძისგან მივიღე პირობა რომ დიდი დიღმიდან სარაჯიშვილამდე ავტობუსებს დაამატებდნენ.
(თუმცა მანამდე კვირები ვსაუბრობდი ამ ამბავზე, თავი არავის შეუწუხებია) ახლა როგორც ჩანს, ამ დაპირებას შეასრულებენ.

ვალდებული ვარ აღვნიშნო, რომ კარგია რომ ასრულებენ სიტყვას და იმედი დავიტოვო რომ მომავალშიც გააგრძელებენ აზრის გათვალისწინებას“, - წერს ობოლაძე. ‎

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
დონალდ ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას
თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა
ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით - მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად
ანა მიროტაძე ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას რუსული ტერმინი - „გროსმაისტერი" გამოიყენა. ტერმინი გერმანულია და ჭადრაკის უბადლო მოთამაშეს გულისხმობს
არქივი