თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა.
„ჩემი ხალხის სახელით და პირადად, გულითადად გილოცავთ თქვენი ხელმძღვანელობით პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ წარმატებას, რომელიც დაფიქსირდა 2026 წლის 7 ივნისს სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. გისურვებთ წარმატებას მთავრობის ფორმირების საქმეში, უკვე მესამედ“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისალოც წერილში.
ამასთან, წერილში ერდოღანი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, ნიკოლ ფაშინიანის სტრატეგიული ხედვა რეგიონში მყარი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების შესახებ, ასევე, ამ მიმართულებით აუცილებელი თანამშრომლობის უზრუნველყოფა წარმატებით განხორციელდება.
„კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ხოლო სომხეთის ხალხს – კეთილდღეობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია წერილში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |