საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 11 ივნისი 2026, 18:11

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე რეგისტრირებული ინდ. მეწარმის მეშვეობით, დაამზადეს და გაასაღეს 9 500 ლარის ღირებულების ხე-ტყის მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის სანაცვლოდაც მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და აიღეს 1 500 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს
ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირისა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით „სიღრმისეულ დიალოგზე“ ინფორმაციას ავრცელებს
ლევან ნიკოლეიშვილი - რა შეეხება იმას დასავლეთი როგორ მოიქცევა, ეს მათზე არის დამოკიდებული. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, გზა არის ხსნილი, ხელი არის გაშვერილი ჩამოსართმევად
Eurojust-ი ქართველი, ამერიკელი და პოლონელი სამართალდამცველების მიერ კრიპტოვალუტის გათეთრების საქმეზე ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას ეხმაურება
გიორგი ვოლსკი: არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს
არქივი