ლევან ნიკოლეიშვილი - რა შეეხება იმას დასავლეთი როგორ მოიქცევა, ეს მათზე არის დამოკიდებული. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, გზა არის ხსნილი, ხელი არის გაშვერილი ჩამოსართმევად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 11 ივნისი 2026, 18:26

რა შეეხება იმას დასავლეთი როგორ მოიქცევა, ეს მათზე არის დამოკიდებული. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით, გზა არის ხსნილი, ხელი არის გაშვერილი ჩამოსართმევად. უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება დასხდომა და გაანალიზება, როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთთანამშრომლობა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს საქართველოსთან ულტიმატუმებით და შანტაჟის ენით საუბარი.

„ნომერ პირველი ურთიერთთანამშრომლობისთვის გახლავთ თანასწორუფლებიან პირობებში უნდა მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები. არ შეიძლება ქვეყანა იყოს სუვერენული და მას ვიღაც სხვა ქვეყანა უწესებდეს დღის წესრიგს, როგორ მოიქცეს, როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს, როგორი ჯარი უნდა ჰყავდეს, როგორი უსაფრთხოება, როგორი ეკონომიკა ეს არის შეუძლებელი. როდესაც შენ შეერთებული შტატები იქნება იქნება, ევროკავშირის ქვეყნები თუ მთლიანად ევროკავშირი გეუბნება, რომ მოიქეცი ისე, როგორც მე მინდა, ჩვენ უნდა გავთვალოთ, გავაანალიზოთ და ჩამოვყალიბდეთ, რომ ჩვენ ისე კი არ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ვინმეს ინტერესებში იყოს, არამედ მოვიქცეთ ისე, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. ამისთვის ქვეყანა უნდა იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს
ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირისა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით „სიღრმისეულ დიალოგზე“ ინფორმაციას ავრცელებს
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
Eurojust-ი ქართველი, ამერიკელი და პოლონელი სამართალდამცველების მიერ კრიპტოვალუტის გათეთრების საქმეზე ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას ეხმაურება
გიორგი ვოლსკი: არ დაიჯეროთ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე რომელიმე ოპოზიციური პარტია წუხს და ფიქრობს, რომ ეს არ მოხდეს
არქივი