60
11 ივნისი 2026, 19:40
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, რომლის ფინალურ ეტაპს ბათუმმა 2-6 ივნისს უმასპინძლა, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის კლუბის 150 წევრი იყო აქტიურად ჩართული ფესტივალის მოხალისეობრივ საქმიანობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში.
მოხალისეებს ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და პასუხისმგებლობისთვის და ფესტივალის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი უჩა აბრამიშვილი, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე, მოადგილე დათა კობალაძე, ფესტივალის მოხალისეების დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელი რევაზ ოკუჯავა.
შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ აღინიშნა მოხალისეების მნიშვნელოვანი როლი ფესტივალის წარმატებაში და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა მსგავსი მასშტაბის სპორტული ღონისძიებების განხორციელების პროცესში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |