თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
21 12 ივნისი 2026, 02:22

საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.

ჩიბურდანიძის განცხადებით, საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე.

„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი.

ჯო უილსონის განცხადებებს კი ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის არის რუპორი, რომელსაც მყვირალა განცხადებების გაკეთებაში ფულს უხდიან. ის ლიბერალი რესპუბლიკელია, რომელსაც თავისი როლი აქვს და მისი გაკეთებული განცხადებით მარტივად მიხვდები, რომელი ფრთის დაკვეთას ახმოვანებს.

როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ სი ძინპინი მისი მეგობარია, ამით ის ჩინეთთან ურთიერთობების დათბობას ცდილობს. ტრამპის ამ განცხადების ფონზე კი მისი პარტიის წარმომადგენელი ჯო უილსონი ამბობს, რომ თურმე საქართველო ამერიკის მტერია და პროჩინურ გზას ადგას და ა.შ. რეალურად, საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე. დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია - საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, ჩინეთსაც საქართველოში სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ჩინეთი პატივს სცემს ტრადიციებს, რელიგიას და ღირებულებებს და ქვეყანა, რომელმაც იცის ღირებულებების ფასი, სხვის ღირებულებებს ცუდად არ შეეხება.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა შედგენა, საქართველო წავა წინ და ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალ კერნსი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საგარეო უწყება - შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს
არქივი