ალ კერნსი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 12 ივნისი 2026, 02:23

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, ალ კერნსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ალ კერნსის მიერ თანამდებობის დატოვება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის გადადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა.

მედიასთან საუბრის დროს კერნსმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაცვაზე ხარჯების გეგმა “საკმარისი არ არის” და ის “კმაყოფილი არ არის მასში ტრანსფორმაციის დონით”.

“იმის ფონზე, რომ “თავდაცვაში ინვესტირების გეგმაში” წვლილი არ მქონდა, ეს დისტანცია საშუალებას მაძლევს ცხადად ვთქვა, რომ ის საკმარისი არ არის საფრთხისთვის, რომლის წინაშეც ვდგავართ. ის არც საკმარისად ტრანსფორმატიულია, და არც საკმარისად დაფინანსებული. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ვთხოვთ იმოქმედონ უფრო საშიშ სამყაროში იმ ბიუჯეტით, რომელიც უფრო მშვიდი სამყაროსთვისაა დაწერილი”, - წერს კერნსი თავის გადადგომის წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
შიო მესამე საქართველოს საპატრიარქოში გელათის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა
საგარეო უწყება - შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს
არქივი