საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ახალ მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 12 ივნისი 2026, 16:31

პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ" გამოქვეყნდა, რასაც შს სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს.

უწყება ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თანამდებობა თავისი გადაწყვეტილებით დატოვა და კადრების განკარგულებაში გადავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი დაინიშნა, რომელიც აქამდე ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილი დაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ
ტულსი გაბარდი აქვეყნებს ახალ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში
შალვა პაპუაშვილი: გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე - ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის
შალვა პაპუაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ მარშზე: გამოვიდნენ, მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება
არქივი