შაკო კუჭაშვილი - ისაკაძის კანტორა, „მოწოდების სიმაღლეზე" - როგორც ყოველთვის. შეგახსენებთ, ეს ის გიორგი ისაკაძეა, რომელმაც "ქართუს" გაკოტრების საქმეზე საკუთარი ბრალი აღიარა და ბოდიშიც მოიხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 12 ივნისი 2026, 16:38

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი „ბიემჯის“ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ „ისაკაძის კანტორა როგორც ყოველთვის „მოწოდების სიმაღლეზეა“.

როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ისაკაძის მიზანი და დავალებაა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინები გააჩინოს და ქვეყანა დააზარალოს.

„BMG, ისაკაძის კანტორა, „მოწოდების სიმაღლეზე" - როგორც ყოველთვის. შეგახსენებთ, ეს ის გიორგი ისაკაძეა, რომელმაც "ქართუს" გაკოტრების საქმეზე საკუთარი ბრალი აღიარა და ბოდიშიც მოიხადა. დღეს მისი მიზანი და დავალებაა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინები გააჩინოს და ქვეყანა დააზარალოს. როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ, და როცა კონკრეტული ინსტიტუტები ვიღაცის ან რაღაცის წაქეზებით საქართველოს ინტერესების დასაზარალებლად პროგნოზებს ტენდენციურად აკეთებენ, მაშინ პირიქით - მაშინვე აცხობენ ნიუსებს. თან როგორ უხარიათ: რეგიონის ქვეყნების ზრდა დიდი იქნება, საქართველოსი - არაო
სინამდვილეში, წინა წელსაც, იმის წინა წელსაც და იმის წინა წელსაც საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გაუსწრო - ასე იქნება წელსაც, ისაკაძის სამწუხაროდ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ,“ - წერს კუჭაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ
ტულსი გაბარდი აქვეყნებს ახალ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში
შალვა პაპუაშვილი: გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე - ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის
შალვა პაპუაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ მარშზე: გამოვიდნენ, მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება
არქივი