ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს რუსეთის დღეს ულოცავს - დარწმუნებული ვარ, სომხეთის და რუსეთის ხალხებს შორის გაღრმავდება თანამშრომლობა და ჩვენი ქვეყნები შესაძლებლობების სრულ სპექტრს გამოიყენებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 12 ივნისი 2026, 16:41

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის დღეს ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

„ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული განასახიერებს რუსეთის მოქალაქეების პასუხისმგებლობას თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის, ასევე მეგობარი რუსი ხალხის სურვილს, დამოუკიდებლად აირჩიონ ეროვნული განვითარების გზა. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ხალხებს შორის მრავალმხრივი კავშირები, ჩვენი ორმხრივი ერთგულება ღია და კონსტრუქციული დიალოგისადმი, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემაზე, გააგრძელებს თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების სრულ სპექტრს გამოიყენებს“, – წერს ფაშინიანი ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში.

ცნობისთვის, 1994 წელს რუსეთში 12 ივნისი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა, 2002 წლიდან კი მას ოფიციალურად ეწოდება რუსეთის დღე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ
ტულსი გაბარდი აქვეყნებს ახალ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში
შალვა პაპუაშვილი: გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე - ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის
შალვა პაპუაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ მარშზე: გამოვიდნენ, მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება
არქივი