გამოვიდნენ, მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა 20 ივნისს დაანონსებულ მარშთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილმაც მოუწოდა საზოგადოებას, რომ ქუჩაში გამოვიდნენ.
„2019 წელს იყო პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელზეც პანიკა ატეხეს შემდეგ ზოგიერთმა უცხოელმა. გვახსოვს მაშინ სხვადასხვა ადამიანის ქცევა. საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი საქართველოს პარლამენტზე. კი ბატონო, გამოვიდნენ, მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |