შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე - ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 12 ივნისი 2026, 17:50

ჩემი აზრით გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე ის პარტია საუბრობს, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია.

„მე მგონი ეს ხალხი, რომელიც დღეს პარტია „საქართველოს“ სახელით პარლამენტში არის უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ჩემი აზრით გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ არის. ამას წინ დააინიციირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით, რაღაც საკითხი, რომელიც უპირველეს ყოვლისა მათ ეხება, მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. მხილებულია გიორგი გახარია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას მისი ხელმძღვანელობით. ამ საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება და გაქცეულია ეს ადამიანი. მაინც და მაინც ამ საკითხებს რატომ აყენებენ ეს ადამიანები არ ვიცი. ითქვა არა ერთხელ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გახარიას პარტია მშვიდობიანი აქციის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის ინიციატივით შედის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ
ტულსი გაბარდი აქვეყნებს ახალ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში
შალვა პაპუაშვილი: გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს
შალვა პაპუაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ მარშზე: გამოვიდნენ, მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა
არქივი