შალვა პაპუაშვილი: გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 12 ივნისი 2026, 17:52

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, გვარამიას ეს განცხადება აჩვენებს, რომ გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს.

„საქართველო პირველ რიგში უნდა მოქმედებდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ვინმეს სხვა თუ უნდა, მაშინ „ნაცები“ მოიყვანონ ხელისუფლებაში და მაშინ მოემსახურებიან სხვა ხალხის ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს.

მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები. ეს არის ამოსავალი წერტილი სუვერენულ ქვეყნებს შორის საერთო ინტერესების ძიებისა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გვარამია მორიგ შეკვეთილ, მოღალატეობრივ სტატიას აქვეყნებს და მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, არ მოახდინონ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ
ტულსი გაბარდი აქვეყნებს ახალ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე - ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის
შალვა პაპუაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ მარშზე: გამოვიდნენ, მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა
არქივი