ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 12 ივნისი 2026, 21:00

ფაქტი ერთია, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისა.

მან კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქტზე, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი კონგრესმენი ჯო უილსონია.

მისივე თქმით, აღნიშნული პოზიტიური დინამიკა შეინიშნება იმის ფონზე, რომ საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე აშშ-თან ურთიერთობები დათბებოდა.

„ასე, რომ ეს ფაქტორი და გარემოება ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის ცნობილი იყო, როდესაც დაიწყო პოზიტიური გზავნილების გაჟღერება და პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა.

რაც შეეხება ჯო უილსონს და მის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტებს, ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ჯო უილსონი არის პოლიტიკოსი, რომელიც ამერიკის შიდა წრეებში სერიოზულად არ აღიქმება. ამიტომ, ასეთი ტიპის ადამიანისგან რაღაც კანონის დაინიცირება, რომელსაც წარმომადგენლობითი პალატა მხარს უჭერს, ამ ფონზე ეს გასაკვირია. ცხადია, რომ მხოლოდ ჯო უილსონის გამო არ ხდება ეს. ეს ხდება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მძიმეწონიანი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითა და მათი ხელშეწყობით და არა ჯო უილსონის სურვილით, რომელიც ვიცით, რომ ფინანსდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ანუ, აქ ჯო უილსონის ფაქტორი არ არის. რა თქმა უნდა, აქ არის სწორედ გლობალური ძალების მიერ კოორდინირებული ქმედება, რომელსაც გაცილებით სხვა მიზნები გააჩნია და არა ის მიზნები, რომელიც ღიად ჟღერდება ამერიკის თუ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებების მიერ“, - განაცხადა სეფაშვილმა.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კონგრესმენების ჯო უილსონისა და სტივ კოენის მიერ წარდგენილ დოკუმენტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების შესახებ ანგარიშის წარდგენას ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლა არის ხოლმე, ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, მეტად განულდებიან
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი აშშ-ის მთავრობის მიერ წარსულში 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ბიოლაბორატორიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე - ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის
არქივი