შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 13 ივნისი 2026, 00:20

შსს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული, რაზეც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, 2022 წელს მომხდარ ფაქტს შეეხება.

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლა არის ხოლმე, ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, მეტად განულდებიან
არქივი