სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 13 ივნისი 2026, 09:10
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა ნანუკა ჟორჟოლიანსა და ირაკლი კოდუასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც კოდუას "სოდ"-ის (სპეციალური ოპერაციული დეპარტამენტის) ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა. დეპუტატმა გაიხსენა შემთხვევა, როცა ახალგაზრდა მამაკაცმა სვანეთში, ნათხოვარი ტელეფონით დაურეკა ნანუკა ჟორჟოლიანს. „სოდი“-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ირაკლი კოდუამ კი ამის გამო სვანეთში ტელეფონის მეპატრონესთან გააგზავნა სპეცრაზმი და ამ ახალგაზრდასთან მყოფი კიდევ 2 პირიც აწამა. სუბარის სიტყვებით, რომ არა სახალხო დამცველის [მაშინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის] აქტიურობა, ეს სამი ახალგაზრდა ციხეში მრავალ წელს გაატარებდა: 

„ახალგაზრდებს ჩაუდეს ნარკოტიკები, ყუმბარები, მიუსაჯეს და ამაში ჩართული იყო სასამართლო, პროკურატურა და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტი. ჩვენ რომ არ გამოგვეძიებინა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს რომ არ აღმოგვეჩინა ეს საქმე, არ მოგვენახულებინა ეს ბიჭები ციხეში, დიდი შანსი იყო, რომ მათთვის მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს ახალგაზრდები გამოუშვეს ციხიდან კრიმინალების სტატუსით, რადგან ისინი რომ გაემართლებინათ, ამას უნდა მოჰყოლოდა უამრავი ადამიანის
დასჯა, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ დანაშაულში. 

„ნანუკა ჟორჟოლიანი მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ჩვეულებრივად ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს. თუმცა ისტორია, რომელიც სვანეთში განვითარდა, სცდება ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენას. ცოტა გრძელი ამბავია, მაგრამ ვეცდები მოკლედ მოვყვე. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ნათხოვარი ტელეფონით დაურეკა ნანუკა ჟორჟოლიანს. უბრალოდ შემთხვევით ჰქონდა მისი ნომერი და მოიკითხა. იმის გამო, რომ ნანუკასთან დარეკა, ირაკლი კოდუამ, რომელიც მაშინ იყო „სოდი“-ს ხელმძღვანელი, გააგზავნა სპეცრაზმი სვანეთში, „დააჯდნენ“ ამ ტელეფონს, არა მას ვინც დარეკა, არამედ მას, ვისაც ეკუთვნოდა ნომერი. ამ ადამიანთან ერთად შემთხვევით მყოფი ორი ახალგაზრდა ბიჭი მასთან ერთად დაიჭირეს. უამრავი ხალხის წინაშე დააწვინეს ასფალტზე, შეუკრეს ხელ-ფეხი, იქვე უსასტიკესად ცემეს და აწამეს, შემდეგ ჩაუდეს ნარკოტიკები, ხელყუმბარები და დაიჭირეს. ბოლოს, როცა გაირკვა, რომ ეს ადამიანები არაფერ შუაში იყვნენ და იქიდან ის ორი ადამიანი საერთოდაც არ იყო იმ ადგილას, საიდანაც ეს ზარი განხორციელდა- ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გაუშვეს. ოღონდ პირობითი მსჯავსრი ყველას მისცეს და ყველას გადაახდევინეს ჯარიმები, როგორც კრიმინალებსა და დამნაშავეებს. სამუდამოდ სამსახურებიდან გაუშვეს და ცხოვრება აურიეს. ამ ყველაფრის თანაშემოქმედი იყო ნანუკა ჟორჟოლიანი. 

ამ შემთხვევაში მიზეზი იყო უბრალოდ კოდუას ეჭვიანობა, რის გამოც სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩაუდეს ნარკოტიკები, ყუმბარები, მიუსაჯეს და ამაში ჩართული იყო სასამართლო, პროკურატურა და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტი. ჩვენ რომ არ გამოგვეძიებინა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს რომ არ აღმოგვეჩინა ეს საქმე, არ მოგვენახულებინა ეს ბიჭები ციხეში, დიდი შანსი იყო რომ მათთვის მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მას შემდეგ, რაც საქმე გახმაურდა და ჩვენ ძალიან დიდი ამბავი ავტეხეთ - გამოუშვეს. ოღონდ გამოუშვეს, როგორც კრიმინალები და არა როგორც გამართლებულები. იმიტომ, რომ გამართლების შემთხვევაში უნდა დაესაჯათ უამრავი ადამიანი, ვინც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
შსს: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს - საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს, სამივე პოლიციელი დაკავებულია
პროკურატურა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე: საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია
ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას
სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოველი ახალი კანდიდატურა ფსკერზე დაბლა არის ხოლმე, ფსკერის ჩახვრეტა თუ მოხდება, კიდევ უკეთესი, მეტად განულდებიან
არქივი