კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
81 13 ივნისი 2026, 14:45

რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციონერ გიგა ლემონჯავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ის საუბრობს, რომ „ის, რომ რეჟიმი არის დასამხობი, არა რომელიმე პოლიტიკოსის ამოცანა, არამედ, საერთო ეროვნული ამოცანაა“.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას განაცხადა, ნებისმიერი სახის გადაცდომაზე შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირება ექნებათ.

”დღეს ოპოზიცია არ არსებობს. ჩვენ მათი „ერთობა“ ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგრამ როდესაც ხარ მოღალატე, სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ, რა პლატფორმაზეც არ უნდა იყო, წარმატება ვერ გექნება. საქართველოში ქვეყნის ბედს ქართველი ხალხი წყვეტს და არა გარე აქტორები.

რაც შეეხება გიგა ლემონჯავას განცხადებას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რანაირად საუბრობენ ეს ადამიანები ეროვნულ ინტერესებზე, როცა ამასთან საერთო არაფერი აქვთ? ისინი არიან უცხო ქვეყნის აგენტურის წარმომადგენლები და ამაში ფულს იღებდნენ. წლების განმავლობაში ქვეყანაში აგენტურული ქსელი შექმნეს და ამაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა. იფუთებოდა ისე, თითქოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კარგ პროექტს ახორციელებდნენ. ეს ყველაფერი გაშიფრულია, საზოგადოებამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ვიცით ვინ მუშაობს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებისთვის და ვინ არის წინააღმდეგობაში. როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, შესაბამისი სამსახურებისგან კანონის ფარგლებში მკაცრი და მყისიერი რეაგირება მოხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
Euronews: ევროპაში კალასის პოლიტიკით უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება - ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის კვლავ მოქმედებს, როგორც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა. გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
არქივი