Euronews: ევროპაში კალასის პოლიტიკით უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება - ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის კვლავ მოქმედებს, როგორც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 13 ივნისი 2026, 14:56

ევროკავშირში საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისრის კაია კალასის პოლიტიკით სულ უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კალასს აკრიტიკებენ ჩინეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების მოთხოვნის, აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაძაბული ურთიერთობებისა და წევრ სახელმწიფოებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე ამბიციური ინიციატივების წამოწევის გამო.

ზოგადად, კალასის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის კვლავ მოქმედებს, როგორც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - პირდაპირი და მკვეთრი პოზიციებით, რომლებიც ხშირად სცდება 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსს და ზოგჯერ პირად პოლიტიკურ შეფასებებს ემსგავსება.

Euronews-ი მკითხველს შეახსენებს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც ბრიუსელის ხშირი კრიტიკოსია, მისი გადაყენება რამდენჯერმე მოითხოვა.

რამდენიმე დიპლომატის თქმით, ბოლო კვირებში კალასის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა.

„სამწუხაროდ, ის ბევრს აკეთებს მხარდაჭერის დასაკარგად. მას არ აქვს ძლიერი უნარი, რომ საბჭოში ალიანსები შექმნას“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.

დიპლომატების შეფასებით, რეალური პრობლემა მხოლოდ კალასი არ არის. საკითხი ევროკავშირის რთულ და ნაწილობრივ მოძველებულ ინსტიტუციურ სისტემას უკავშირდება.

ამ სისტემაში უმაღლესი წარმომადგენელი ერთდროულად ორ სტრუქტურას შორის არის მოქცეული: ევროკომისიაში, სადაც ის ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციას ასრულებს, და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, რომელსაც იგი უშუალოდ ხელმძღვანელობს.

ამასთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ერთსულოვნების პრინციპზეა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მიიღება და ერთი „არა“ საკმარისია მთელი პროცესის შესაჩერებლად.

პრაქტიკაში ეს კალასს აყენებს პოზიციაში, სადაც მას ევალება პოლიტიკის კოორდინაცია, თუმცა საბოლოო კონტროლი მის ხელში არ არის.

დიპლომატების ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს სისტემა უკვე მოძველებულია და თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობას აღარ შეესაბამება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება მთლიანად კობახიძის გუნდს - პრაქტიკულად მთავრობისა და ძალოვანების ახალ შემადგენლობას გადასცა. გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ
კახა კალაძე: როგორც კი იქნება რაიმე სახის გადაცდომა, კანონის ფარგლებში მკაცრი რეაგირება მოხდება
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი ნანუკა ჟორჟოლიანზე: მაშინაც, როცა ვითომ თავისუფალი ჟურნალისტი იყო, ასრულებდა ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს, სწორედ მისი მიზეზით სამი ადამიანი უსასტიკესად ცემეს და აწამეს
არქივი