დღეიდან ევროკავშირის მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა: ბრიუსელი წევრ ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს - მიიღონ მიგრანტები ან თითოეულზე, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან, 20 000 ევრო გადაიხადონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
98 13 ივნისი 2026, 18:22

ევროკავშირში მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ევროპის მიგრაციული პოლიტიკის მასშტაბური რეფორმა, რომელიც საზღვრის კონტროლის გამკაცრებასა და თავშესაფრის მინიჭების სისტემის გადახედვას ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა.

ახალი წესების თანახმად, ევროკავშირში არალეგალურად შესული მიგრანტები გაივლიან იდენტობისა და უსაფრთხოების შემოწმებას, რომელიც მაქსიმუმ შვიდ დღეს გასტანს. შემოწმების ფარგლებში სპეციალურ მონაცემთა ბაზაში აისახება მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, სახის ბიომეტრიული მონაცემები და თითის ანაბეჭდები.

სკრინინგის მიზანია დადგინდეს, ვინ უნდა მოხვდეს თავშესაფრის მოთხოვნის დაჩქარებულ ან სტანდარტულ პროცედურაში და ვინ უნდა დაბრუნდეს წარმოშობის ან ტრანზიტის ქვეყანაში.

Euronews-ის ინფორმაციით, დაჩქარებული წესით განიხილება იმ პირების განაცხადები, რომლებიც უსაფრთხოების რისკად მიიჩნევიან ან ლტოლვილის სტატუსის მიღების ნაკლები შანსი აქვთ. ეს ეხება, მაგალითად, მაროკოდან, ბანგლადეშიდან ჩასულ მოქალაქეებს, რომელთა თავშესაფრის მოთხოვნები ევროკავშირში შემთხვევების მინიმუმ 80%-ში უარყოფილია.

მათი საქმეები ევროკავშირის „გარე საზღვრებთან“ მდებარე სპეციალურ ცენტრებში განიხილება, მათ შორის სახმელეთო საზღვრებზე, პორტებსა და აეროპორტებში. პროცესი მაქსიმუმ 12 კვირას გასტანს.

როგორც ტელეარხი იუწყება, ევროკავშირის მანამდე მოქმედი წესების მიხედვით, მიგრანტის საქმეზე პასუხისმგებელი იყო ქვეყანა, სადაც იგი პირველად შევიდოდა. ამან ბოლო წლებში განსაკუთრებული დატვირთვა დააკისრა ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან იტალია, საბერძნეთი და მალტა, რომლებიც ხმელეთით და ზღვით ჩასული მიგრანტების ძირითად ნაკადს იღებდნენ.

ამ ტვირთის შესამსუბუქებლად, რეფორმა „სოლიდარობის მექანიზმს“ ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც წევრ სახელმწიფოებს სხვა ქვეყნებში ჩასული თავშესაფრის მაძიებლების განსაზღვრული რაოდენობის მიღება მოუწევთ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, თითოეულ მიგრანტზე 20 000 ევროს გადახდა მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ჩვენ იცით, როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
მამუკა მდინარაძე: გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები და მადლობა მინდა ვუთხრა, ვისთანაც ვიმუშავე - ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ ვაკავებთ ჯაშუშებს
იაგო ხვიჩია: 4 ოქტომბერს დაორგანიზდა ივენთი, რომელიც იყო მოწყობილი სუს-ის აგენტის მიერ, ეს არავის არ უარუყვია, თავისი შინაარსით ეს არის დანაშაულის პროვოკაცია
მამუკა მდინარაძე - პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას არავის გავუტარებთ და მეორე მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ
მამუკა მდინარაძე: რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა - არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან
არქივი