ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმება ხვალ არ გაფორმდება და ამერიკული მხარის არასტაბილურობის გამო, ხელმოწერის თარიღთან დაკავშირებით სიფრთხილეს ინარჩუნებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 13 ივნისი 2026, 20:02

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ისმაილ ბაღეი აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ხვალ არ გაფორმდება.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისმაილ ბაღეიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან ყოყმანის გამო, ირანი ხელმოწერის თარიღთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას სიფრთხილეს ინარჩუნებს.

„ისლამაბადის მემორანდუმი, რომლის ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს, ომის დასრულებაზეა ორიენტირებული და ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ბირთვულ საკითხზე დისკუსია არ გაიმართება. ჩვენ უნდა დაველოდოთ მემორანდუმის ხელმოწერის ზუსტ დროს; მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვალ არ მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდეს. თუმცა, მეორე მხარის არასტაბილურობის გამო, ამ პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას სიფრთხილე გვმართებს“, – აღნიშნა ბაღეიმ.

ცნობისთვის, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფიმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერდნენ ხელს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ჩვენ იცით, როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
მამუკა მდინარაძე: გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები და მადლობა მინდა ვუთხრა, ვისთანაც ვიმუშავე - ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ ვაკავებთ ჯაშუშებს
იაგო ხვიჩია: 4 ოქტომბერს დაორგანიზდა ივენთი, რომელიც იყო მოწყობილი სუს-ის აგენტის მიერ, ეს არავის არ უარუყვია, თავისი შინაარსით ეს არის დანაშაულის პროვოკაცია
მამუკა მდინარაძე - პოლიციელის მუნდირის, ღირსების, გმირი ხალხის შეურაცხყოფას და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას არავის გავუტარებთ და მეორე მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, ძალადობას და ასეთ მავნე ქმედებებს, პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არც მათ გავუტარებთ
მამუკა მდინარაძე: რევოლუციის აღკვეთისთვის არავინ ზის ციხეში, ყველა ადამიანს აქვს ბრალი წარდგენილი, შემდეგ ზოგმა აღიარა, ზოგმა - არა და კონკრეტული დანაშაულებისთვის სხედან
არქივი