4 ოქტომბერს დაორგანიზადა ივენთი, რომელიც იყო მოწყობილი სუს-ის აგენტის მიერ, ეს არავის არ უარუყვია, თავისი შინაარსით ეს არის დანაშაულის პროვოკაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, პრემიერის განცხადებით, სუს-ის აგენტი და ამ აგენტის მეგობრები აორგანიზებდნენ ივენთს, აიყოლიეს ხალხი, ის, ვინც აჰყვა პროვოკაციას, აღმოჩნდა ციხეში.
“მათ შორის კიდევ იყო პაატა მანჯგალაძე, რომელიც არც აჰყოლია სუს-ის პროვოკაციას. რაც შეეხება მანამდე რევოლუციებს, 2024 წლის არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი რევოლუციონერი ნიკა გვარამია და მისი მეგობრები 40 მლნ-ით დააფინანსეს. ამ თემასთან დაკავშირებით პასუხიც კი არავის გაუცია, საიდან 40 მილიონი? პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ჩვენ ვიცით, ეს ფიქტიური შემოწირულობები იყოო. მე მაინტერესებს, საიდან 40 მილიონი გვარამიას? ბატონი მამუკა, მოგეხსენებათ შესაბამისი CV-ს მქონე ადამიანია, ვისაც ამ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა და მიუწვდება, ასევე შესაბამისი ინტელექტის მქონე ადამიანია, რომ ამ ინფორმაციის გაანალიზება და დამუშავება შეძლოს. ამიტომ მე მაინტერესებს, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მოიტყუა, როცა თქვა სუს-ის აგენტები იყვნენო და თუ არ მოიტყუა, სუს-ის აგენტების რევოლუციის მცდელობა ხომ არ არის დანაშაულის პროვოცირება?”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |