მამუკა მდინარაძე: ჩვენ იცით, როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 13 ივნისი 2026, 22:21

ჩვენ იცით როგორი ქვეყანა მოგვწონს? გარედან დავალებებს რომ არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით რომ წყდება. ჩვენ, ხელისუფლებას ზოგადად, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული მოსწონს და უზრუნველყოფს ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს და გარე დავალებებით არ მოქმედებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

ვიცე-პრემიერმა იმ ფაქტობრივ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ რევოლუციურ ზრახვებს ადასტურებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, მანამდე ახალგაზრდებს არწმუნებდნენ და მათ ატრენინგებდნენ, რომ ერთისთვის ტერორისტი შეიძლება ვიღაცისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ყოფილიყო.

„ძალიან კარგად იცით, როგორ იღებენ დავალებებს, როგორ ფინანსდებიან, გარედან რა გზებით შემოაქვთ თანხები. კანვასის და აკერმანის ტრენინგები ვახსენე და ახალგაზრდებისთვის უნდოდათ დაეჯერებინათ, რომ შეიძლება ერთისთვის ტერორისტი ვიღაცისთვის თავისუფლებისთვის მებრძოლი იყოსო, ამაში ატრენინგებდნენ, სროლას ასწავლიდნენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენ ვერ ხედავთ ფაქტებს, რომლის ფონზეც შეიძლება ძალადობრივი რევოლუციური ზრახვები ყოფილიყო? ფაქტებს რაც შეეხება - „იმედის“ და სხვა ტელევიზიების ეთერში გავიდა ვიდეომტკიცებულება, არც თვითონ აპროტესტებს, არც მისი ადვოკატი და ამ ვიდეოს მიხედვით, ვინმე ჭულუხაძე ადასტურებს, რომ დავალება აქვს მიღებული და გადასცემს ამ დავალების შინაარსს, რომ - რაც თქვენ გინდოდათ, არ ინერვიულოთ არაფერზეო. საუბრობს იარაღების შესახებ, რომელიც 4 ოქტომბრისთვის იყო გამზადებული.

უეჭველ ინფორმაციას გაწვდით, ამ შემთხვევაში, ფაქტობრივი მოცემულობის სახით, რომ იქ იარაღები ნამდვილად იყო. შამახიას სახლის ჩხრეკისას ნამდვილად აღმოჩნდა სიმ-ბარათები, რაც მოგიყევით. მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებები ეყრდნობა ასეთ ფაქტობრივ მოცემულობასა და ლოგიკურ განაჩენს. კიდევ ერთი ფაქტობრივი მოცემულობა - 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ის ადამიანი, რომლის ვიდეომტკიცებულებაც გამოქვეყნდა, ამავდროულად დაკავშირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“, ჭულუხაძე რომ დაკავშირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“, ყველამ დაადასტურა, უკრაინაში იმალება დღემდე, 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობასთან იგივე ადამიანია, ესეც ფაქტია. მათ შორის, წინა წელს, გავრცელებული იყო ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეშიც იყო ერთ-ერთი ფიგურანტი და მაშინ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ამ ადამიანს ბრალი ვერ წარუდგინეს. ფიგურანტი იყო, როგორც მინიმუმ რაღაცის საქმის კურსში იყო,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს
მამუკა მდინარაძე: უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
მამუკა მდინარაძე: 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად მოგვიწოდეს, საპატრიარქოს დამოკიდებულებამ მათაც შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ, მოენანიებინათ
მამუკა მდინარაძე: გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები და მადლობა მინდა ვუთხრა, ვისთანაც ვიმუშავე - ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ ვაკავებთ ჯაშუშებს
იაგო ხვიჩია: 4 ოქტომბერს დაორგანიზდა ივენთი, რომელიც იყო მოწყობილი სუს-ის აგენტის მიერ, ეს არავის არ უარუყვია, თავისი შინაარსით ეს არის დანაშაულის პროვოკაცია
არქივი