მამუკა მდინარაძე: უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 13 ივნისი 2026, 23:03

უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საფუძველს ქმნის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, გაძევებული იქნას ქვეყნიდან.

„პირობით ვადამდე გათავისუფლების პირობებში სასჯელი მსუბუქით რომ შეეცვლება, ჩაემატა გაძევება მხოლოდ, რა შუაშია სააკაშვილი. უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, არა შინაპატიმრობა, არა ე.წ. სამაჯური, არამედ გაძევება. რა შუაში იყო ვერ მივხვდი, ამხელა კამპანია ააგეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი და ხელმოწერიდან დაუყოვნებლივ ჰორმუზის სრუტე ყველასთვის იქნება ღია
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს
მამუკა მდინარაძე: 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად მოგვიწოდეს, საპატრიარქოს დამოკიდებულებამ მათაც შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ, მოენანიებინათ
მამუკა მდინარაძე: ჩვენ იცით, როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
მამუკა მდინარაძე: გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები და მადლობა მინდა ვუთხრა, ვისთანაც ვიმუშავე - ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ ვაკავებთ ჯაშუშებს
არქივი