ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 13 ივნისი 2026, 23:43

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემის ცნობით, უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიის ლიდერად კიდევ ერთი წლით აირჩიეს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MTI-ის ცნობით, „ფიდესის“ პარტიის ყრილობაზე 737 დელეგატიდან მას ხმა 729-მა მისცა. მის წინააღმდეგ არცერთი კონკურენტი არ იბრძოდა.

„მე არ ვნებდები, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს, არასდროს ვნებდები“, – განაცხადა ორბანმა კონგრესს კენჭისყრამდე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნებში დამარცხებაზე სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

ამასთან, ორბანმა განაცხადა, რომ „ფიდესი“ 16 წლის განმავლობაში „ფანტასტიკური მმართველი პარტია“ იყო, მაგრამ ცვლილებების გატარება სჭირდებოდა, რათა ფუნქციონალურ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბებულიყო, რომელიც ხელახლა მმართველობისთვის მზად იქნება.

ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა. არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ, პეტერ მადიარის „ტისამ“ გაიმარჯვა, რითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. არჩევნებში „ტისამ“ ხმების 53 პროცენტი მოიპოვა, თუმცა, უნგრეთის კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტში სკამების 2/3-ზე მეტი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი და ხელმოწერიდან დაუყოვნებლივ ჰორმუზის სრუტე ყველასთვის იქნება ღია
მამუკა მდინარაძე: უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
მამუკა მდინარაძე: 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად მოგვიწოდეს, საპატრიარქოს დამოკიდებულებამ მათაც შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ, მოენანიებინათ
მამუკა მდინარაძე: ჩვენ იცით, როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
მამუკა მდინარაძე: გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები და მადლობა მინდა ვუთხრა, ვისთანაც ვიმუშავე - ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ ვაკავებთ ჯაშუშებს
არქივი