თამარ ტალიაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
15 14 ივნისი 2026, 01:16

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტისა და UFC-ის შორის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, სადაც მან სიტყვით მიმართა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.

საქართველოს ელჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ სპორტისა და მასთან დაკავშირებული ფართო ეკოსისტემის განვითარების, ასევე საერთაშორისო ასპარეზობების პრიორიტეტულობა. მან სამაგალითოდ დაასახელა პარალიმპიური მიმართულება, რომელმაც, საქართველოში შესაბამისი რეფორმების გატარების შედეგად, უკანასკნელ 10 წელიწადში განვითარების უპრეცედენტო დინამიკა აჩვენა.

თამარ ტალიაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წარმატებული ქართველი სპორტსმენები საქართველოს არაფორმალური ელჩები არიან და ხიდად გვევლინებიან ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მან აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით ელოდება 14 ივნისს დაგეგმილ „UFC Freedom Fight 250“ ბრძოლას. საქართველო ამაყობს ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის, ასევე გიგა ჭიკაძისა და რომან დოლიძის წარმატებებით. ელჩმა საქართველოში საბრძოლო ხელოვნების უძველეს ტრადიციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც, მათ შორის ქართული ჭიდაობის სახით, UNESCO - ს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით ასევე საზოგადოებრივი დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სარა როჯერსმა, და UFC-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, დევიდ შომ მიმართეს. მათ ისაუბრეს სპორტული დიპლომატიისა და სპორტის განსაკუთრებულ როლზე, ქვეყნებსა და ხალხთაშორის ურთიერთობების განვითარების კუთხით და ხაზი გაუსვეს UFC - ს საქმიანობას, რომელიც აერთიანებს მებრძოლებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.

ღონისძიება დონალდ ტრამპის სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა, რომელიც ამავე ინსტიტუტის პრეზიდენტმა, დარენ ბიტიმ გახსნა და ხალხთაშორის დიპლომატიაში სპორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მარკო რუბიოს მოწვევით საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი ასევე დაესწრო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და UFC - ს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ირანთან შეთანხმების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი და ხელმოწერიდან დაუყოვნებლივ ჰორმუზის სრუტე ყველასთვის იქნება ღია
ვიქტორ ორბანი პარტია „ფიდესის“ ლიდერად ხელახლა აირჩიეს
მამუკა მდინარაძე: უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს
მამუკა მდინარაძე: 20-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საპატიმრო დაწესებულება, მინდა პატრიარქს და მეუფეებს მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ ღიად მოგვიწოდეს, საპატრიარქოს დამოკიდებულებამ მათაც შთააგონა, რომ ბულინგს არ დაქვემდებარებოდნენ, ეღიარებინათ, მოენანიებინათ
მამუკა მდინარაძე: ჩვენ იცით, როგორი ქვეყანა მოგვწონს? სადაც დავალებებს გარედან არ იღებენ და ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება
არქივი