მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაიწყო ტურნირის ერთ-ერთ ფავირიტად მიჩნეულმა ბრაზილიის ნაკრებმა, რომელიც C ჯგუფში ასპარეზობს და პირველ ტურში მაროკოს ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშა.
პირველ ტაიმში მაროკოელები მეტოქეზე უკეთესად თამაშობდნენ და 21-ე წუთზე მათი ერთ-ერთი შეტევა ლოგიკური გოლით დასრულდა – ბრაიმ დიასმა შესანიშნავი გადაცემით ისმაილ საიბარი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, „ეინდჰოვენის“ 25 წლის ფეხბურთელმაც უნაკლოდ ითამაშა და მაროკოს ნაკრები წინ გაიყვანა – 1:0.
დაახლოებით 10 წუთში ბრაზილიელებმა ანგარიში გაათანაბრეს, რაც დიდწილად ვინისიუს ჟუნიორის ინდივიდუალური თამაშის დამსახურება იყო – „რელის“ თავდამსხმელი მეტოქის მცველებს გასცდა და ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1.
თამაში მეორე ტაიმშიც მაღალ ტემპში გაგრძელდა, გუნდებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |