შიდა ქართლის პოლიციამ ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
79 14 ივნისი 2026, 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა 2 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისში, ავლაბარში საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ცეცხლი გაჩნდა
შიო მესამე - უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა, მხოლოდ მდაბალთა მიანიჭებს მადლს უფალი
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციურ მედიაზე: რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი
გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე, რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო
არქივი