რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც რადიკალური ოპოზიცია, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ მედიაზე საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა „ტაბულასა“ და „ფორმულას“ მიერ ვიცე-პრემიერისა და სახელმწიფო მინისტრის მამუკა მდინარაძის განცხადების დამახინჯების ფაქტზე.
„ოპოზიციურ საკომუნიკაციო არხებს არაფერი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესთან და ინფორმაციასთან. ეს არის პირდაპირ ცრუ პროპაგანდის მანქანები, რომლებიც მხოლოდ დეზინფორმაციით ცდილობენ ფონს გასვლას. ამით ცდილობენ, მოატყუონ ჩვენი საზოგადოება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამის არანაირი შესაძლებლობა სინამდვილეში მათ არ გააჩნიათ. ამიტომ, რაც უფრო ბინძურ დეზინფორმაციას იკადრებენ, მით უფრო ბუმერანგივით დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგებით და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი რეიტინგები ისეთივე განადგურებულია, როგორც ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ისინი წარმოადგენენ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ტაბულასა“ და „ფორმულას“ მორიგი „ფეიკი“ - ოპოზიციურმა მედიამ ამჯერად ვიცე-პრემიერის და სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადება გააყალბა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |