სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა.
საბოლოო შედეგების მიხედვით, სომხეთის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ 726 818 ხმა, ანუ 49,7456% მიიღო.
ალიანსმა „ძლიერი სომხეთი“ მიიღო 340 006 ხმა, ანუ 23,271%. ბლოკმა „სომხეთი“ – 144 983 ხმა, ანუ 9,9231%.
აღნიშნული შედეგების მიხედვით, სომხეთის ახალ პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება: „სამოქალაქო შეთანხმება“ – 64 მანდატი, „ძლიერი სომხეთი“ – 29 მანდატი, ბლოკი „სომხეთი“ – 12 მანდატი.
რაც შეეხება გაგიკ წარუკინის პარტიას „აყვავებული სომხეთი“, ცესკო-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული შედეგებით, ის პარლამენტში ვერ ხვდება, რადგანაც 4%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს.
ამ შედეგებით პარტია „აყვავებულ სომხეთს“ 58 287 ხმა, ანუ 3,9893% აქვს. თუმცა, როგორც სომხური მედია წერს, სამ საარჩევნო უბანზე, სადაც შედეგები ბათილად გამოცხადდა, ხელახალი კენჭისყრა თუ გაიმართება და პარტია „აყვავებული სომხეთი“ საჭირო რაოდენობის ხმებს მიიღებს, ის ახალი მოწვევის პარლამენტში შევა. აღნიშნულ პარტიას ბარიერის გადასალახად სულ რამდენიმე ასეული ხმა სჭირდება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |