შალვა პაპუაშვილი: დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 15 ივნისი 2026, 13:54

შალვა პაპუაშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში საქართველოში დიპლომატიის აკადემიის დაარსებაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პეკინის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტში ჰქონდა დაგეგმილი ვიზიტი და ამ მხრივ ჩინეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ახლახან დავაანონსეთ დიპლომატიური აკადემიის შექმნა. ამ მხრივ, ჩინეთი კვლავაც კარგ მაგალითს გვაძლევს იმისა, თუ როგორ განათლებას იღებენ დიპლომატები და როგორ ამზადებენ მათ დიპლომატიური საქმიანობისთვის. ფაქტობრივად, დიპლომატები არიან ისინი, ვინც წარმოადგენენ ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზს. შესაბამისად, დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე: სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე 4-ჯერ მეტმა ახალგაზრდამ გააკეთა პირველადი არჩევანი, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდნენ
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა
ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
კახა კალაძე: როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას
არქივი