კახა კალაძე: როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 15 ივნისი 2026, 16:24

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე მოლდოვას ან უკრაინას, თუმცა ქვეყანასთან გაფართოებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი პოლიტიკური ნარატივით მოქმედებს.

ამის თაობაზე მან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა პარამეტრითა და სტატისტიკით მოწინავე ქვეყანაა.

„რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნარატივი. არავინ უყურებს, როგორი წინსვლა აქვს ქვეყანას და რა რეფორმებია განხორციელებული, რა წინგადადგმული ნაბიჯებია. როგორ შეიძლება, საქართველოზე წინ დააყენო მოლდოვა ან უკრაინა, თუნდაც იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ამ კონკრეტულ ქვეყნებში ხდება? მოლდოვა რომ ავიღოთ, საუბარია რუმინეთისთვის მიერთებაზე. უკრაინაში რაც ხდება და რამდენად მძიმე მდგომარეობაა, ყველა ვხედავთ - ომი, კორუფცია. არ მინდა, დავიწყო ამ ქვეყნების შეფასება.

მე შემიძლია, ძალიან ბევრი ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, თუ რას ვაკეთებთ და რა ნაბიჯები გადაიდგა - ყველა პარამეტრით, სტატისტიკით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით, რაც შემთხვევით არ მოდის. ეს მოიტანა გრძელვადიანმა მშვიდობამ, იმ პრაგმატულმა პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებები ისმის, რაც არასწორი დამოკიდებულებაა.

„როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ცილისწამებას, ტყუილს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკის მიზანია, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, მშვიდობა, ქვეყნის მოსახლეობა, თითოეული ოჯახი. რა თქმა უნდა, ისინი ამას აპროტესტებენ, როგორ ვიკადრეთ და გავბედეთ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა - არ შევუერთდით სანქციებს, ქვეყანაში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ხალხი ხომ უყურებს ამ უსამართლო დამოკიდებულებას? შესაბამისად, მსგავსი ტიპის განცხადებები და დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ, პირველ რიგში, აზიანებს იმ ბიუროკრატებს, რომელთაგანაც ცილისმწამებლურ განცხადებებს ვისმენთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებისთვის და ამის შესახებ განცხადებაც არაერთხელ გაკეთებულა.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ისაუბრა, რომ მზად ვართ, დღესვე გაიხსნას მოლაპარაკებები და დავიწყოთ გაფართოებაზე საუბარი, მაგრამ არა. ეს არის უბრალოდ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ საქართველოს, ქართულ სახელმწიფოს ელაპარაკონ შანტაჟის ენით, თითის დაქნევით, რომ როგორ გავბედეთ და არ მივუერთდით სანქციებს; როგორ გავბედეთ და უბედურებასა და ომში არ ჩავრთეთ ქვეყანა. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა მათთვის - ის, რისთვისაც ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს და ქართველებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე: სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე 4-ჯერ მეტმა ახალგაზრდამ გააკეთა პირველადი არჩევანი, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს შეხვდნენ
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა
ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის საჯარო შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ 4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს შეხვდა
არქივი