ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 16 ივნისი 2026, 13:06
საუბრისას შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს იმ მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს საქართველოს მიმართ.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი და გამართული შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-სერბეთის ურთიერთობების წინსვლაში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ. მადლობა მას ამისთვის. სერბ ხალხს მინდა, ვუსურვო წინსვლა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო,“- აღნიშნა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
POLITICO: უნგრეთის პარლამენტმა პრემიერობის ვადა 8 წლით შეზღუდა, რაც ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყველა დათანხმდა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში
გიორგი კაპანაძე: სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ალიანსში არის არასამუშაო გარემო შექმნილი. ზოგიერთი ბრალდება გავრცელებულა წითელი ხაზების დაუცველად
პაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნებიდან არაერთ ევროპელ ლიდერთან მქონია საუბარი; იმედგაცრუება, საკუთარი თავის მოტყუებულად ჩათვლა - ეს არის ის საერთო მწარე გემო, რაც ყველას დაჰკრავს ბრიუსელთან ურთიერთობის შემდეგ. ვფიქრობ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა გააერთიანონ ძალები
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მეორე ხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ, ჩვენი ერი მეორე ხარისხოვან ერად ვაქციოთ, რომელიმე გაერთიანებაში. ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულისკენ გაქანებას
არქივი