ტრამპი: ირანში არანაირ ფულად ინვესტიციას არ ვდებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
20 16 ივნისი 2026, 14:56

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა ირანში არანაირი ფულადი ინვესტიციის განხორციელებას არ აპირებს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა კატარის ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების დროს განაცხადა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აშშ ირანში ინვესტიციების ჩადებას აპირებდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„სხვათა შორის, ირანში არანაირ ფულად ინვესტიციას არ ვდებთ. გუშინ გავრცელდა ჭორი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. გვაქვს უფლება ოდესმე ჩავერიოთ და რაღაც გავაკეთოთ, თუ ამას მე ან სხვა ვინმე მოისურვებს, მაგრამ არავითარ ფულს არ ვდებთ. ირანში ფულის დაბანდების ვალდებულება არ გაგვაჩნია“, - თქვა ტრამპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
POLITICO: უნგრეთის პარლამენტმა პრემიერობის ვადა 8 წლით შეზღუდა, რაც ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყველა დათანხმდა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში
გიორგი კაპანაძე: სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ალიანსში არის არასამუშაო გარემო შექმნილი. ზოგიერთი ბრალდება გავრცელებულა წითელი ხაზების დაუცველად
პაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნებიდან არაერთ ევროპელ ლიდერთან მქონია საუბარი; იმედგაცრუება, საკუთარი თავის მოტყუებულად ჩათვლა - ეს არის ის საერთო მწარე გემო, რაც ყველას დაჰკრავს ბრიუსელთან ურთიერთობის შემდეგ. ვფიქრობ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა გააერთიანონ ძალები
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მეორე ხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ, ჩვენი ერი მეორე ხარისხოვან ერად ვაქციოთ, რომელიმე გაერთიანებაში. ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულისკენ გაქანებას
არქივი