შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მეორე ხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ, ჩვენი ერი მეორე ხარისხოვან ერად ვაქციოთ, რომელიმე გაერთიანებაში. ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულისკენ გაქანებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 16 ივნისი 2026, 15:10

თქვენ დაქვემდებარებული და მეორე ხარისხოვანი ერი გინდათ იყოთ, რომელიმე გაერთიანებაში?!, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა - შეიძლება თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში წევრობის თაობაზე განაცხადი უკან გამოიწვიოს.

საუბარია გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადების საპასუხო ნაბიჯებზე, რომლითაც მედიის წარმომადგებლები დაინტერესდნენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რაზეც ახლა ევროკავშირის მსჯელობს თანასწორობის შესახებ მისივე პრინციპებს ეწინააღმდეგება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ.

„ევროკავშირის ასეთ გადაწყვეტილებებზე მსჯელობით და ფიქრით თავად სცდება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს, რომელიც გულისხმობს თანასწორობას მისი წევრებისა.

[მარტა კოსის განცხადება] გულისხმობს, რომ არსებობს პირველი ხარისხოვანი ერები და მეორე ხარისხოვანი ერები. რა თქმა უნდა მეორე ხარისხოვან ერად ყოფნას არავინ არ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ, ჩვენი ერი მეორე ხარისხოვან ერად ვაქციოთ, რომელიმე გაერთიანებაში.

ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულისკენ გაქანებას. ეს პრობლემა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის კი არ არის, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება წევრ ქვეყნებზე საბოლოო ჯამში. წევრ ქვეყნებში მოხდება ეს სეგრეგაცია, სადაც დიდი ერები პატარა ერების უფრო სწორად პირველ ხარისხოვანი ერები, მეორე ხარისხოვან ერების საკითხს გადაწყვეტენ. ამიტომ დღეს საშველია ევროკავშირი იმისთვის, რომ საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

მარტა კოსის თქმით, აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5-10 ან 15 წლის შემდეგაც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპულ საქმეებში პოლონეთის სახელმწიფო მდივანი: უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა მხოლოდ პროცესის დასაწყისია, რომლის დროსაც ვარშავა აქტიურად დაიცავს საკუთარ ინტერესებს
მახაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე: გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა შესაძლებლობები, რომ აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა
POLITICO: უნგრეთის პარლამენტმა პრემიერობის ვადა 8 წლით შეზღუდა, რაც ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყველა დათანხმდა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში
გიორგი კაპანაძე: სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ალიანსში არის არასამუშაო გარემო შექმნილი. ზოგიერთი ბრალდება გავრცელებულა წითელი ხაზების დაუცველად
არქივი