ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყველა დათანხმდა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 16 ივნისი 2026, 19:29

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე ყველა დათანხმდა, დაეხმაროს მის ქვეყანას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.

საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ზელენსკიმ საფრანგეთში თავისი ვიზიტის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია.

სამშაბათს, შეხვედრების პირველი სერიის დასრულების შემდეგ, მან აღნიშნა, რომ შედეგებთან დაკავშირებით პოზიტიურად არის განწყობილი.

„ეს მართლაც დიდი გამოწვევაა, რადგან წარმოება არ არის ისეთი მასშტაბური, რა სიხშირითაც ჩვენ გვჭირდება. წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მე წამოვჭერი ლიცენზიების საკითხი და ამით პრეზიდენტ ტრამპს მივმართე. ჩვენ გვჭირდება ლიცენზიები რაკეტების საწარმოებლად“, - განუცხადა ზელენსკიმ სააგენტო Reuters-ს.

ზელენსკის თქმით, მისმა ამერიკელმა კოლეგამ ეს წინადადება პოზიტიურად მიიღო და დასძინა: „იმედი მაქვს, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი პოზიტიურად არის განწყობილი, ეს ნიშნავს - დიახ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
POLITICO: უნგრეთის პარლამენტმა პრემიერობის ვადა 8 წლით შეზღუდა, რაც ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს
გიორგი კაპანაძე: სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ალიანსში არის არასამუშაო გარემო შექმნილი. ზოგიერთი ბრალდება გავრცელებულა წითელი ხაზების დაუცველად
პაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნებიდან არაერთ ევროპელ ლიდერთან მქონია საუბარი; იმედგაცრუება, საკუთარი თავის მოტყუებულად ჩათვლა - ეს არის ის საერთო მწარე გემო, რაც ყველას დაჰკრავს ბრიუსელთან ურთიერთობის შემდეგ. ვფიქრობ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა გააერთიანონ ძალები
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მეორე ხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ, ჩვენი ერი მეორე ხარისხოვან ერად ვაქციოთ, რომელიმე გაერთიანებაში. ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციურ უფსკრულისკენ გაქანებას
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სს „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 პირი პასუხისგებაში მისცა
არქივი