მახაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე: გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა შესაძლებლობები, რომ აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 16 ივნისი 2026, 21:38

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც განიხილეს, როგორც სახელმწიფოებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გადატვირთვის საკითხიც.

მახაშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის გადატვირთვას, რათა აღდგეს პოლიტიკური დიალოგი და საქართველოს მოქალაქეებმა ამ ურთიერთობიდან მიიღონ მეტი სარგებელი.

„საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ განვიხილეთ, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრი და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობები, ხაზი გავუსვით, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობას. ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რომ განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ის შესაძლებლობები, რომლებიც არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები, აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ურთიერთობებიდან.

რა თქმა უნდა, ინტერესის კვალდაკვალ ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, შავ ზღვის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ფართო რეგიონში არსებული კონფლიქტები, მაგრამ ამავე დროს შესაძლებლობები, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, თუ სხვადასხვა მიმართულებები. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზეც ვისაუბრეთ დავგეგმეთ შემდგომი ნაბიჯები და იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებასა და განვითარებას ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპულ საქმეებში პოლონეთის სახელმწიფო მდივანი: უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა მხოლოდ პროცესის დასაწყისია, რომლის დროსაც ვარშავა აქტიურად დაიცავს საკუთარ ინტერესებს
POLITICO: უნგრეთის პარლამენტმა პრემიერობის ვადა 8 წლით შეზღუდა, რაც ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყველა დათანხმდა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში
გიორგი კაპანაძე: სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ალიანსში არის არასამუშაო გარემო შექმნილი. ზოგიერთი ბრალდება გავრცელებულა წითელი ხაზების დაუცველად
პაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნებიდან არაერთ ევროპელ ლიდერთან მქონია საუბარი; იმედგაცრუება, საკუთარი თავის მოტყუებულად ჩათვლა - ეს არის ის საერთო მწარე გემო, რაც ყველას დაჰკრავს ბრიუსელთან ურთიერთობის შემდეგ. ვფიქრობ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა გააერთიანონ ძალები
არქივი