ევროპულ საქმეებში პოლონეთის სახელმწიფო მდივანი: უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა მხოლოდ პროცესის დასაწყისია, რომლის დროსაც ვარშავა აქტიურად დაიცავს საკუთარ ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 16 ივნისი 2026, 21:46

უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა მხოლოდ პროცესის დასაწყისია, რომლის დროსაც ვარშავა აქტიურად დაიცავს საკუთარ ინტერესებს. ამის შესახებ ევროპულ საქმეებში პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, იგნაცი ნემჩიცკიმ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

პოლონელი მაღალჩინოსნის განმარტებით, ვარშავა აპირებს ისარგებლოს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მიმდინარე პროცესით, რათა საკუთარი ინტერესების ლობირება მოახდინოს.

იგნაცი ნემჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველი სამოლაპარაკო კლასტერების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თუმცა ეს პროცესის ფინალი ნამდვილად არ არის.

„გუშინ ჩვენ უკრაინასა და მოლდოვასთან პირველი კლასტერები გავხსენით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუმცა, ასევე მინდა სრულიად მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არ არის მოლაპარაკებების დასასრული. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მისივე განმარტებით, კლასტერების გახსნა ფორმალურად წარმოადგენს იმ პირობების წარდგენას, რომლებიც კანდიდატმა სახელმწიფოებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ. პოლონეთი კი ამ ეტაპს ხელიდან არ გაუშვებს.

„ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ჩვენ კანდიდატებს ფორმალურ მოთხოვნებს ვუყენებთ. რა თქმა უნდა, ამ მოლაპარაკებებში ჩვენ ჩვენს ინტერესებს დავიცავთ“, - აღნიშნა ნემჩიცკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მახაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე: გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა შესაძლებლობები, რომ აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა
POLITICO: უნგრეთის პარლამენტმა პრემიერობის ვადა 8 წლით შეზღუდა, რაც ორბანის ხელისუფლებაში დაბრუნებას გამორიცხავს
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ყველა დათანხმდა, დაეხმაროს უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში
გიორგი კაპანაძე: სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ალიანსში არის არასამუშაო გარემო შექმნილი. ზოგიერთი ბრალდება გავრცელებულა წითელი ხაზების დაუცველად
პაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნებიდან არაერთ ევროპელ ლიდერთან მქონია საუბარი; იმედგაცრუება, საკუთარი თავის მოტყუებულად ჩათვლა - ეს არის ის საერთო მწარე გემო, რაც ყველას დაჰკრავს ბრიუსელთან ურთიერთობის შემდეგ. ვფიქრობ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა გააერთიანონ ძალები
არქივი