29
17 ივნისი 2026, 19:40
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის მსოფლიო ფასების დინამიკა განსაზღვრავს იმას, დააწესებს თუ არა აშშ ხელახლა სანქციებს რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ ვუყურებთ, რამდენად დაიწევს ნავთობის ფასი“, - განაცხადა მან „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე. „ის მართლაც მკვეთრად ეცემა“.
ტრამპის ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის დასაწყისში შეამსუბუქა სანქციები რუსულ ნავთობზე, რათა შეემცირებინა მიწოდების დეფიციტი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია.
ხაზინის დეპარტამენტი მომდევნო თვეებშიც აგრძელებდა ამ დროებითი გამონაკლისის გახანგრძლივებას, თუმცა ჯერ არ გამოუცხადებია, რას გეგმავს მას შემდეგ, რაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა ამ კვირის ბოლოს ამოიწურება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |