მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე: ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 18 ივნისი 2026, 00:15

ევროპარლამენტის დოკუმენტებს სრულიად იგნორს ვერ გავუკეთებთ, რადგან მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები ხომ აისახება, გარკვეული ნარატივი ხომ ყალიბდება და ეს არის სრულიად ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომელიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან უპასუხა კითხვას - რა ფონი იქმნება იმ განცხადებებით თუ რეზოლუციებით და იმ ხმაურით, რაც საქართველოს ირგვლივ არის?

„რეზოლუციებს რომ ძალა არ აქვს და ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. თავად ევროპელი პოლიტიკოსების, ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად გვსმენია, რომ ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკაზეო, მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ისეთივე ინსტიტუტი, როგორც ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო. შესაბამისად მათ დოკუმენტებს სრულიად იგნორს ვერ გავუკეთებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები ხომ აისახება, გარკვეული ნარატივი ხომ ყალიბდება და ეს არის სრულიად ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომელიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ. ამას ძალა არ აქვს, არანაირი პოლიტიკური წონა ამ დოკუმენტებს არ აქვს, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია თუნდაც სამი ევროპარლამენტარი ასეთი ფორმით ესხმოდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას სრულიად უსაფუძვლოდ, სრულიად ტყუილებზე დაფუძნებით და უპასუხოდ დავტოვოთ თუნდაც მათი ასეთი კამპანიები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც უკვე რამდენი წელიწადია მიმდინარეობს”, - აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეომიმართვას, სადაც მან თქვა: „2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო“.

„ქალბატონმა რასამ ღიად იცის ხოლმე რაღაცების თქმა, რაც ნათელს ფენს მთლიანად დამოკიდებულებას ამ პროცესებისადმი. ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რისთვის იყო 2022 წელს გააქტიურებული ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. კიდევ უფრო ჩანს რამდენად ჰქონდა ინსტრუმენტის ხასიათი ევროკავშირში გაწევრიანების შეთავაზებას ომში მყოფი უკრაინისთვის და ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის. ომი იყო საჭირო იმისთვის, რომ ევროკავშირი დაფიქრებულიყო გეოპოლიტიკურ აუცილებლობაზე? რთული აღიარებებია ქალბატონი რასას მხრიდან, რაც კიდევ უფრო მეტ ანალიზს საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რისთვის იყენებს ეს ხალხი ევროკავშირის გაფართოებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრაცია ევროკავშირთან ჩვენი ისტორიიდან, იდენტობიდან, კულტურიდან გამომდინარე, ეს არის ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სივრცე, სადაც ჩვენ თავს ვხედავთ და ამ დროს, სხვებისთვის სულ სხვაგვარი ინსტრუმენტი ყოფილა, ასე ამბობენ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ბატონი ჯო უილსონი საქართველოს რეპუტაციას მიზანმიმართულად აზიანებს
მაკა ბოჭორიშვილი: თუ ევროკავშირი იწყებს გზების ძიებას როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისთვის, თუ როგორ შეიძლება შექმნან გაფართოების ილუზია
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება
ლადო სადღობელაშვილი: საკუთარ ამბიციებში ჩახლართული და ვირტუალურ რეალობას მიჯაჭვული „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია გასცდა კლასიკური პოლიტიკის საზღვრებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა სატელევიზიო მელოდრამად
ნიკოლოზ სამხარაძე: რასა იუკნევიჩიენე ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დაზიანდეს
არქივი