მაკა ბოჭორიშვილი: ბატონი ჯო უილსონი საქართველოს რეპუტაციას მიზანმიმართულად აზიანებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 18 ივნისი 2026, 01:01

ბატონი ჯო უილსონი მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, უილსონის ქმედებები საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის პროცესს ხელს უშლის.

„ჩვენ გვინდა გვწამდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც გვესაუბრებიან აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვაზე, არიან გულწრფელები და ნამდვილად გულისხმობენ იმას, რასაც ამბობენ შეხვედრებისას, რომ სურთ, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები იყოს ჯანსაღი, იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო. ამას ხელს უშლის ის განცხადებები თუ ნაბიჯები, რასაც ბატონი ჯო უილსონი აკეთებს - მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას. სამწუხაროა, რომ ის არის ერთადერთი აქტიური ხმა აშშ-დან, რომელიც ისმის საქართველოსთან დაკავშირებით და ამ პროცესს ნამდვილად არ ეხმარება”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციებზე: ეს არის ტყუილზე, ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ
მაკა ბოჭორიშვილი: თუ ევროკავშირი იწყებს გზების ძიებას როგორ არ უნდა გახდნენ სრულფასოვანი წევრები ახალი წევრი სახელმწიფოები, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად ახალი გაფართოებისთვის და უბრალოდ ეძებენ გზას იმისთვის, თუ როგორ შეიძლება შექმნან გაფართოების ილუზია
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია, მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლის დაკარგვა, ფინანსური საკითხები, ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება
ლადო სადღობელაშვილი: საკუთარ ამბიციებში ჩახლართული და ვირტუალურ რეალობას მიჯაჭვული „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია გასცდა კლასიკური პოლიტიკის საზღვრებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდა სატელევიზიო მელოდრამად
ნიკოლოზ სამხარაძე: რასა იუკნევიჩიენე ყველანაირად ცდილობს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დაზიანდეს
არქივი